მთავარისიახლეებიბოლო დროს COVID-19-ით გარდაცვლილი სამი "კანონიერი ქურდიდან", ორი ქართველია

ბოლო დროს COVID-19-ით გარდაცვლილი სამი “კანონიერი ქურდიდან”, ორი ქართველია

Published on

ბოლო ერთი თვის განმავლობაში კოვიდინფექცია კრიმინალური სამყაროს წევრებსა და გამორჩეულ ფიგურებსაც შეეხო. ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს მოქალაქე ქურდული სამყაროს წევრებს, რომლებმაც კარგა ხანია, ქვეყანა დატოვეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებს აფარებენ თავს.

მაგალითად, იაროსლავლში გარდაიცვალა 64 წლის, ცნობილი ქუთაისელი ე.წ. კანონიერი ქურდი ნიკოლოზ სოხაძე, იგივე კოკი. მისი გარდაცვალების მიზეზად ფილტვების უკმარისობა დასახელდა კოვიდინფიცირების შემდეგ.

სოხაძე, იგივე კოკი 7-ჯერ იყო ნასამართლევი, მან საქართველო ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დატოვა და რუსეთში გადაბარგდა, სადაც რჩებოდა მას შემდეგაც, რაც ქურდული სამყაროს წევრობა, საქართველოს მიბაძვით, რუსეთშიც დასჯადი გახდა.

ასევე ივნისში, ათენში გარდაიცვალა 68 წლის თბილისელი ე.წ. კანონიერი ქურდი თამაზ კოროშინაძე. ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული. კოროშინაძე კლინიკაში დროულად გადაიყვნეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება კოვიდინფექციის კიდევ ერთ მსხვერპლს, ის 92 წლის სანკტ-პეტერბურგელი, კრიმინალური სამყაროს ვეტერანი, ვალენტინ გუდიევსკია, რომელსაც ასევე, კოვიდინფექცია დაუდგინდა და ფილტვების უკმარისობით დაიღუპა. ვალენტინ გუდიევსკი კრიმინალური სამყაროს უხუცესი წევრი იყო და მას ლენინგრადის ბლოგადაც ჰქონდა გადატანილი.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...