მთავარისიახლეებიკულტურაწიგნის დიზაინერ ნატა ავალიანის პროტესტი თეა წულუკიანისადმი

წიგნის დიზაინერ ნატა ავალიანის პროტესტი თეა წულუკიანისადმი

Published on

წიგნის დიზაინერმა ნატა ავალიანმა უარი თქვა კონკურს ლიტერაში მონაწილეობაზე თეა წულუკიანისადმი პროტესტის ნიშნად. ცოტა ხნით ადრე ასეთივეგადაწყვეტილება მიიღეს პროზაიკოსებმა ტორესა მოსიმ და მათე სარალიშვილმა.

კი თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სანამ მინისტრი არის “ძალადობის წამქეზებელი რეჟიმის ერთ-ერთი საყრდენი პერსონაჟი” ის მონაწილეობაზე უარს ამბობს.

ნატა ავალიანი კონკურს ლიტერაზე ორგზისაა ნომინირებული,
,, არ შემიძლია უარი არ ვთქვა კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ორგანიზებულ ნებისმიერ კონკურსში მონაწილეობაზე, სანამ ამ უწყების მინისტრი არის სრულიად უკულტურო ადამიანი და ძალადობის წამქეზებელი რეჟიმის ერთ-ერთი საყრდენი პერსონაჟი.

ეს არის ჩემი ინივიდუალური პროტესტი ამ სამარცხვინო ჩინოსნის და არანაირად კონკურსი “ლიტერას” მიმართ, რომლის 2017 წლის ამაყი გამარჯვებულიც თვითონ ვარ. გულით ვუსურვებ წარმატებებს კონკურსის სხვა ნომინანტებსა და “მწერალთა სახლს” და სრულიად საქართველოს” – წერს ავალიანი.

სიახლეები

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...