საქართველოში კორონავირუსის 2796 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 17 ადამიანი გარდაიცვალა

0
302

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 796 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 413 626-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.71 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.73 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.0 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 088 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 379 685-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 768 პირი ემსხვერპლა.

წინა სტატიაელენე ხოშტარია: პარლამენტი არ შედგა, მოეშვით მას, გადავეშვათ არჩევნებში და მივაწვეთ ბოლომდე
შემდეგი სტატიავიოლა ფონ კრამონი საქართველოშია – ევროპარლამენტარის ვიზიტი 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას უკავშირდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური