ნიკა მელია პარლამენტს ტოვებს, თანაპარტიელები რჩებიან

0
451

ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია პარლამენტს ტოვებს, თუმცა, დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნის თავიდან ასაცილებლად, მისივე თხოვნით, თანაპარტიელები პარლამენტში დარჩებიან მანამ, სანამ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება.

“ჩვენ გავალთ ამ არჩევნებზე, დავამარცხებთ ქართულ ოცნებას და ამ ქვეყანაში ჩაინიშნება ვადამდელი არჩევნები, რაც შემეხება მე, ვტოვებ პარლამენტს, მაგრამ ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, თანაპარტიელები ტექნიკურად დარჩებიან პარლამენტში, რათა მივაღწიოთ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც გაჟღერებულია მმართველი პარტიის მიერ, ამის შემდეგ ეს პარლამენტი იქნება უფუნქციო და ისინიც დატოვებენ პარლამენტს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, 28 ივლისს მმართველმა პარტიამ ანულირებულად გამოაცხადა შარლ მიშელის შეთანხმება და განაცხადა, რომ ამ შეთანხმებიდან გადის.

წინა სტატიაალასკის სანაპიროზე 8.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა დეკლარაციებში გამოვლენილი დარღვევები- TI
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური