“მთავარი არხის” Facebook გვერდმა ტროლ-ბოტების დაბლოკვა დაიწყო – ნიკა გვარამია

0
709

ტელეკომპნაია მთავარი არხის ფეისბუქ-გვერდმა ტროლ-ბოტების გამოვლენისა და დაბლოკვის რეჟიმში დაიწყო მუშაობა, ამ დროისთვის ასეულობით ტროლი და ბოტი დაბლოკილია, წაშლილია ათასობით კომენტარი – ამის შესახებ არხის დამფუძნებელი და გენდირექტორი ნიკა გვარამია “ფეისბუქზე” წერს.

მისივე თქმით, პროცესი კიდევ რამდენიმე დღეს გასტანს, ამ ხნის განმავლობაში კი გვერდი შეფერხებით იმუშავებს, რისთვისაც გენდირექტორი გამომწერებს ბოდიშს უხდის.

“მთავარი არხის გადაწყვეტილებით, ფბ პეიჯმა დაიწყო ტროლ-ბოტების დაბლოკვის ფართომასშტაბიანი სამუშოები. ამას მოყვა რამდენიმე დღის განმავლობაში ათასობით ტროლ-ბოტის იდენტიფიცირება და 2 მილიონზე მეტი კომენტარის წაშლა. რიჩის, ანუ ე.წ. წვდომის შემცირება ამის თანმდევი შედეგია, თუმცა, ჩვენ ამოვდივართ ჩვენი მაყურებლის ინტერესიდან და ვანეიტრალებთ ოცნების მიერ კარგად დაგეგმილ ტროლ-ბოტებით ხალხის ფრუსტრირების კამპანიას.
ასევე, ვიდრე პროცესი მიმდინარეობს (რამდენიმე დღეში მორჩება), შეფერხებები იქნება პეიჯის მუშაობაში, რაზეც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
გმადლობთ, რომ თვალყურს გვადევნებთ. მთავარი ხართ თქვენ (და არა რიჩი)”, – წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, “მთავარი არხის” ოფიციალური პეიჯი ერთერთი ყველაზე მაღალრეიტინგული მედიაპეიჯია სოციალურ ქსელ ფეისბუქზე.

წინა სტატია“ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულდა” – ვარლამ ლიპარტელიანი მიდის
შემდეგი სტატიათბილისის აეროპორტში ღამით განგაში გამოცხადდა და ევაკუაცია დაიწყო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური