მთავარისიახლეებიპოლიტიკაარჩევნების ბოიკოტი გამორიცხულია - 2 ოქტომბერს ქართული ოცნების დამარცხების გაფორმება უნდა მოხდეს

არჩევნების ბოიკოტი გამორიცხულია – 2 ოქტომბერს ქართული ოცნების დამარცხების გაფორმება უნდა მოხდეს

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებმა ნიკა მელიამ და ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განმარტეს, რომ “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმების ანულირების მიუხედავად, ბოიკოტის დაწყებას არ აპირებენ.

“არჩევნების ბოიკოტზე სიტყვა არავინ უნდა დაძრას”. – ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნებსა და ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებაზე საუბრისას.

“შევდივართ ბრძოლაში, ბრძოლაში ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამ ქვეყნის, ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის. უკვე დამარცხებული ქართული ოცნების გაფორმება უნდა მოხდეს 2 ოქტომბერს. არანაირი სიტყვა არავინ არ უნდა დაძრას ბოიკოტთან დაკავშირებული, რომელიც მიმართულია არჩევნებთან. ეს არის ქართული ოცნების ოცნება, რომ ქართველმა ხალხმა ფარ-ხმალი დაყაროს და ხელი შეუწყოს ქართულ ოცნებას პოლიტიკური კურსის ცვლილების დანაშაულებრივ საქმეში.

ეს არის ცხადზე უცხადესი, სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ძალა არის ჩვენს მხარეს, რიცხოვნება არის ჩვენს სასარგებლოდ. მაშ, რაშია საქმე? რწმენაშია საქმე? სად არის რწმენა? რწმენაც აქ არის. თითოეულ ხმას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა”. – ამბობს მელია.

ელენე ხოშტარიას განმარტებით, “ქართული ოცნების” გუშინდელი გადაწყვეტილება მათ გეგმებს 2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არ ცვლის.  “მე და ნიკა და ყველა ის პარტია, რომელიც შემოერთებულია ამ კოალიციას, ვართ აბსოლუტურად პრინციპულად განწყობილი ამ ბრძოლისთვის. საერთოდ არ ვაპირებთ “ქართული ოცნების” დღის წესრიგით ყოფნას, არანაირი ბოიკოტი, ბოიკოტი იქნებოდა დანებება, ჩვენ უნდა გვესმოდეს, მათი რა თქმა უნდა, გაყალბების სურვილები და ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ხმა და ჩვენი არჩევანიც, რომელიც არის დასავლური, მშვიდობაზე, განვითარებაზე და კეთილდღეობაზე მიმართული”,- თქვა ელენე ხოშტარიამ.  

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...