მთავარისიახლეებიმსოფლიოალასკის სანაპიროზე 8.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ალასკის სანაპიროზე 8.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

Published on

აშშ-ში, ალასკის სანაპიროდან 91 კილომეტრის დაშორებით 8.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გეოლოგიური კვლევითი ცენტრი ცუნამის გაჩენის საშიშროებას არ გამორიცხავს.

რიხტერის სკალის მიხედვით, 8.0-ზე მაღალი მაგნიტუდის მიწისძვრა უმძლავრეს კატეგორიაში გადის და მსგავსი შემთხვევა, საშუალოდ, წელიწადში მხოლოდ 3-ჯერ ხდება.

1990 წლიდან მოყოლებული, 8.2 მაგნიტუდაზე მაღალი სიმძლავრის მიწისძვრა მხოლოდ 17-ჯერ დაფიქსირდა, მათ უმეტესობა კი ხმელეთიდან ასეულობით კილომეტრის დაშორებით იყო.

მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის პროცესი უკვე დაწყებულია.

ამჟამინდელი მონაცემებით, მსხვერპლისა და ფიზიკური ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...