19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა ძირს უთხრის საჭირო რეფორმების გატარებით ქვეყნის წინსვლის შეთანხმებულ გზას – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

0
320

პარტია „ქართული ოცნების“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა ძირს უთხრის საჭირო რეფორმების გატარებით ქვეყნის წინსვლის შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი “ტვიტერში“ წერს, რითაც ის „ქართული ოცნების“ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოცხადდა.

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ ერთად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის,”- წერს ნედ პრაისი.

წინა სტატიაშარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
შემდეგი სტატიამიშელი კომენტარს ამ ეტაპზე არ გააკეთებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური