ვუბრუნდებით მწვავე, კრიტიკული გაშუქების რეჟიმს – ნიკა გვარამია

0
346

გამომდინარე იქედან, რომ პროცესებმა მკვეთრად პოლიტიკური ხასიათი მიიღო, ჩვენ გამოვდივართ სპეციალური რეჟიმით მუშაობის მდგომარეობიდან და ვუბრუნდებით მწვავე, კრიტიკული გაშუქების რეჟიმს, – ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე მთავარი არხის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.

“მედიამ თავისი თანმიმდევრული და გუნდური მუშაობით, თავისი მაღალი პროფესიონალიზმით, დიდი სოლიდარობით მაგალითი აჩვენა ყველას, თუ როგორ უნდა იბრძოლოს საკუთარი უფლებებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ პროცესებმა მკაფიოდ პოლიტიკური ხასიათი მიიღო, ჩვენ გამოვდივართ იმ სპეციალური რეჟიმით მუშაობის მდგომარეობიდან და ვუბრუნდებით მწვავე, კრიტიკული გაშუქების რეჟიმს,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, ჟურნალისტები სტუდიებს დაუბრუნდებიან და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

წინა სტატიამამუკა ხაზარაძე: არ გამოვრიცხავ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” საგანგებო განცხადება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური