შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება იმის დასტურია, რომ მმართველი გუნდი გამოუვალ მდგომარეობაშია

0
244

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ქართული ოცნების მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება იმის დასტურია, რომ მმართველი გუნდი გამოუვალ მდგომარეობაშია.

“ივანიშვილის რეჟიმის წარმოადგენლების ეს მორიგი უტიფარი განცხადება ადასტურებს
პირველი იმას, რომ პანიკაში არიან და აცნობიერებენ, რომ უმძიმესი მდგომარეობა აქვთ
ქართული საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, უფრო სწორედ, იკვრება
კონსენსუსი მათ წინააღმდეგ. მეორე, კიდევ ერთხელ აჩვენებს ყველას, ქვეყნის შიგნით
და გარეთ მათ სახეს, რომ მათ სიტყვას ნული აქვს ფასი”, — აცხადებს ბოკერია.

გიგა ბოკერია ამ სიტუციაში სამოქალაქო საზოგადოებისა და ქვეყნის დასავლელი პარტნიორების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

“ამ რეჟიმს და ივანიშვილს ესმის მხოლოდ საზოგადოების ძალის და საერთაშორისო წნეხის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის შიგნით მოქალაქეების მხრიდან წნეხი მათზე ამ არჩევნების შედეგით, რასაც მოჰყვება შემდეგ თავისუფალი სამყაროს წნეხი და რაც მიგვიყვანს იმ ამოცანამდე, რასაც ვადამდელი არჩევნები და ამ ძალის ჩამოშორება ქვია ხელისუფლებიდან”, — აცხადებს ბოკერია.

წინა სტატიაჩემი პირველი რეაქცია პარლამენტის დატოვება და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტირებაა, მაგრამ ამისგან დროებით თავს ვიკავებ – დავით ბაქრაძე
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: არ გამოვრიცხავ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური