რიგგარეშე გადაწყვეტილება – “მთავარი არხის” გაყიდვების სახლში საგადასახადო შევიდა

0
331

საქართველოს ხელისუფლების მორიგი ქმედება დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის შესაფერხებლად – ამჯერად ამოქმედებულია ფინანსური ბერკეტები და, “მთავარი არხის” განცხადებით, ტელეკომპანიის გაყიდვების სახლში საგადასახადო ინსპექცია შევიდა.

ოფიციალურ მიზეზად შემოსავლების გადახდის შემოწმება დასახელდა, თუმცა, ხელისუფლების ამ ნაბიჯს წინ უსწრებდა ირაკლი კობახიძის განცხადება “რუსთავი-2”-ის ეთერში, როცა მან “მთავარში” ე.წ. შავი ფულის არსებობის შესახებ მინიშნება გააკეთა და განაცხადა, რომ ეს საკითხი გამოსაძიებელია.

არხის გენდირექტორისა და დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საგადასახადო ინსპექციის შესვლა გაყიდვების სახლში, ტელევიზიაში შესვლის იდენტურია, ფინანსთა მინისტრი კი აცხადებს, რომ შემოწმების გადატანა პოლიტიკურ ჭრილში დაუშვებელია.

წინა სტატიადელტა შტამი ხელახალი რეგულაციების მიზეზი ხდება
შემდეგი სტატიასამი სომეხი სამხედრო დაიღუპა, ორი დაიჭრა – ოფიციალური ერევანი ყარაბახზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური