“ნაციონალური მოძრაობის” საგანგებო განცხადება

0
351

“ენმ მზადაა მიიღოს ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებები – “ნაციონალური მოძრაობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

დღეს “ქართულმა ოცნებამ” ოფიციალურად განაცხადა და აღიარა, რომ ვერც პარტია “ქართული ოცნება”, ვერც მისი გენერალური მდივანი კახა კალაძე ვერ უახლოვდებიან 43%-იან ზღვარს და რა თქმა უნდა, ისინი განწირულები არიან დამარცხებისთვის”ნათქვმია განცხადებაში, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე საგანგებო ბრიფინგზე ახმოვანებს.

ენმ “ოცნების” მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასა და შეთანხმებიდან გასვლაზე ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” უტიფრად დაარღვია შეთანხმება, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მონავალი და საქართველოს დემოკრატია, ასევე ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანება ძალიან დიდი საფრთხის ქვეშაა.

“ნაციონალური მოძრაობა”, რა თქმა უნდა, მზადაა მიიღოს ყველაზე პრინცპული გადაწყვეტილებები” – ამბობს ხატია დეკანოიძე და განმარტავს, რომ პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ გაახმოვანებს.

წინა სტატიავუბრუნდებით მწვავე, კრიტიკული გაშუქების რეჟიმს – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატია,,დავით ზალკალიანის ეს ინტერვიუ, ახლა, როცა ევროკავშირთან შეთანხმება “ქართულმა ოცნებამ” ანულირებულად გამოცხადა, განსაკუთრებით სასაცილო ჩანს” – ვიოლა ფონ კრამონი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური