მამუკა ხაზარაძე: არ გამოვრიცხავ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც

0
258

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე განცხადებას, რომლითაც ხელისუფლებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, აცხადებს, რომ ლელო არ მისცემს ქართულ ოცნებას გაკეთებული განცხადების სისრულეში მოყვანის საშუალებას და მოუწოდებს ოპოზიციურ ძალებს, სასწრაფოდ დაიწყოს კონსულტაციები ოპოზიციასა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის.

“ჩვენ, ოპოზიციურ პარტნიორებთან ერთად, წყნარად და მშვიდ ვითარებაში მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ და ეს ნაბიჯები იქნება იქითკენ მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილიზაცია და თუ საჭირო იქნება, არ გამოვრიცხავ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ტყუილის ტირაჟირება”. – თქვა ხაზარაძემ.

წინა სტატიაშარლ მიშელის შეთანხმების ანულირება იმის დასტურია, რომ მმართველი გუნდი გამოუვალ მდგომარეობაშია
შემდეგი სტატიავუბრუნდებით მწვავე, კრიტიკული გაშუქების რეჟიმს – ნიკა გვარამია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური