მთავარისიახლეებიმსოფლიოკორონავირუსი ტაჯიკეთის პრეზიდენტის ოჯახსაც შეეხო

კორონავირუსი ტაჯიკეთის პრეზიდენტის ოჯახსაც შეეხო

Published on

ტაჯიკეთის პრეზიდენტის ემომალი რაჰმონის და Covid-19-ით გარდაიცვალა, რის გამოც მისი სამი შვილი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრსა და საავადმყოფოს დირექტორს თავს დაესხნენ და  სცემეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პრეზიდენტის 64 წლის და კურბანბი რაჰმონოვა ელიტურ სამთავრობო საავადმყოფოში 20 ივლისს, საავადმყოფოში გადაყვანიდან 10 დღეში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზი ოფიციალურად არ გაუვრცელებიათ, თუმცა წყარეობზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია წერს, რომ კურბანბი რაჰმონოვა Covid-19-ისგან გარდაიცვალა.

რამდენიმე კვირის წინ ემომალი რაჰმონის სიდედრიც  გარდაიცვალა. კორონავირუსით დაავადდნენ პრეზიდენტის სიძე და   ცოლის ძმა . მედიის ინფორმაციით ჰასანამ უკანასკნელის  მდგომარეობა მძიმეა.

აქამდე  ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები თვეების მანძილზე უარყოფდნენ, რომ ტაჯიკეთში კორონავირუსის შემთხვევები არსებობდა.

ბოლო თვეებში მთავრობამ გამოაცხადა, რომ ვირუსთან ბრძოლაში გაიმარჯვა, ამასობაში კი ინფექცია ქვეყანაში სწრაფად ვრცელდებოდა. ის, რომ   ვირუსი პრეზიდენტის ოჯახის წევრებში გავრცელდა, ბევრ რამეს ცვლის

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...