გიორგი ვაშაძე: მმართველ გუნდს ეშინია 43%-იანია ბარიერის და ამიტომაც ჩააგდო ეს დოკუმენტი

0
244

ქართულმა ოცნებამ დოკუმენტის ანულირებით დაამტკიცა, რომ არჩევნების ეშინია და 43%-იანი ბარიერი არ აწყობს. აცხადებს შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის წევრი გიორგი ვაშაძე

მისი თქმით,იგი არ ელოდა მმართველი გუნდის მსგავს გადაწყვეტილებას.

“კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული ოცნებამ, რომ მართლა ძალით მოვაწერინეთ ხელი. მათ არ აწყობთ 43%-იანი ბარიერი. იმიტომ, რომ ეშინიათ ამ ბარიერის და ამიტომაც ჩააგდეს ეს დოკუმენტი. ამიტომაც ახლა ოპოზიციის ფლანგს მინდა მივმართო. იმედია, ახლა მაინც არ დაიწყებთ გარჩევას, რა იყო კარგი და რა ცუდი, რა იყო სწორი და არასწორი. ძაან ცივი გონებით უნდა განვსაჯოთ და პირველ რიგში, მოქალაქეებს უნდა ვკითხოთ, რას ფიქრობენ. მე მართლა მინდა თქვენთან ერთად მივიღო გადაწყვეტილება”. – ამბობს გიორგი ვაშაძე.

კითხვაზე, სწორი გადაწყვეტილებაა თუ არა, რომ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტს ტოვებს, ვაშაძე პასუხობს, რომ არ იცის და ყველას თავისი გზა აქვს.

“არ მგონია, რომ ცხელ გულზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია და ამის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ამას დასჭირდება გარკვეული დრო”. – აღნიშნავს ვაშაძე.

ვაშაძე ვარაუდობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის შეუსრულებლობა დასავლეთის სანქციებს დააჩქარებს.

წინა სტატიალაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
შემდეგი სტატიაჩემი პირველი რეაქცია პარლამენტის დატოვება და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტირებაა, მაგრამ ამისგან დროებით თავს ვიკავებ – დავით ბაქრაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური