,,ღვთისმოსავი” თეა წულუკიანი წმინდა კვირიკესა და წმინდა ივლიტას შესთხოვს ქართველი სპორტსმენების მფარველობასს

0
383

“ვაიმე, რა მკაცრი ხარ… აბა მიდი… ძალიან უნიჭოდ მბაძავთ”. – ასე პასუხობს მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვას კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, თუ როდის დაისჯებიან 5 ივლისის ძალადობრივი ქმედების ორგანიზატორები.

ოპოზიციური არხების ჟყრნალისტებს მთავარი არხის მიკროფონის მიტაცებიდან მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ მიეცათ საშუალება შორი დიტანციიდან, დაცვით გარშემორტყმული, როგორც ისინი ამბობენ ,, კულტურისაგან დაცლილი კულტურის მინისტრისთვის” პირისპირ დაესვათ ეს და სხვა კითხვები, რომელთზც თეა წულუკიანმა პასუხი არ გასცა, თუ არ ჩვთვლით მის მოკლე რეპლიკას კითხვაზე, როდის დააბრუნებთ მიკროფონს.? დავაბრუნებ, როცა გამოძიება დამთავრდება –  განაცხადა მან

ჟურნალისტები მინისტრს სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციის წარდგენისას შეხვდნენ. თუმცა ამჯერადაც კორდონს მიღმა აღმოჩნდნენ, ისინი ორგანიზატორებმა ,,წარმატებით” განარიდეს  მინისტრს, რამდენადაც მკაცრად შემოუსაზღვრეს გადაადგილების ზონა.

გაცილებით ენაწყლიანიიყო დღეს მინისტრი  წმინდა კვირიკესა და წმინდა ივლიტაზე საუბრისას: ,, დღეს 28 ივლისია, დღეს მორიგჯერ ლაგურკაზე ქართველები ვიზეიმებთ წმინდა კვირიკესა და წმინდა ივლიტას დიდ დღესასწაულს და მე მინდა ამ ორი დიდი წმინდანის მადლი ფარავდეს ქართველ სპორტსმენებს, ვინც დღეს ტოკიოში იბრძვის საქართველოს სახელით გამარჯვებებისათვის. მე მინდა გთხოვოთ, წინ დიდი რთული დღეებია, რომ ისინი შევაგულიანოთ აპლოდისმენტებით თბილისიდან.” განაცხადა წულუკიანმა

წინა სტატიავაქცინაცია თავდაცვის საუკეთესო გზაა თქვენთვის, აიცერით..- კელი დეგნანი
შემდეგი სტატიარატომ თქვეს უარი ლიტერას ნომინანტებმა წულუკიანის სამისტროს კონკურსში მონაწილეობაზე?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური