ელენე ხოშტარია: თუ ჩვენ დავკარგეთ მედია, დავკარგავთ თავისუფლებას. ჩვენ მას ფიზიკურად დავიცავთ

0
281

დროას ლიდერი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია მთავარი არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახურის შესვლას ეხმაურება. ხოშტარიას შეფასებით, ეს პოლიტიკური რეპრესიების ნაწილია.

“ტელევიზიაში შევიდა საგადასახადო პოლიცია. ეს, პრაქტიკულად, იყო დაანონსებული რეპრესიული სახით ირაკლი კობახიძის მხრიდან. აბსოლუტურად ნათელია, რომ ეს არის პოლიტიკური რეპრესიების ნაწილი, ეს ხდება ძალიან საშიშ კონტექსტში, მედიაზე დაუფარავი და მიზანმიმართული ძალადობისა და თავდასხმების ფონზე.

კარგად გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ დავკარგეთ მედია, რაც დაუშვებელია და არ მოხდება, ჩვემ დავკარგავთ აბსოლუტურად ყველა თავისუფლებას. ყველა მინდა, გავაფრთხილო ქართულ ოცნებაში – არ გაგივათ. როგორც ფიზიკურად ვიცავდით და დავიცავთ ამ ქვეყანაში მედიას, ზუსტად ასე ფიზიკურად დავიცავთ ჟურნალისტებს და აბსოლუტურად ყველა მედიას”. – ამბობს ელენე ხოშტარია.

წინა სტატიაკორონავირუსი ტაჯიკეთის პრეზიდენტის ოჯახსაც შეეხო
შემდეგი სტატიასააკაშვილის უკანონო გაძევებისთვის პასუხისგებელ პირებს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება – გაკვეთილი ივანიშვილისათვის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური