მთავარისიახლეებიპოლიტიკაელენე ხოშტარია: პარლამენტი არ შედგა, მოეშვით მას, გადავეშვათ არჩევნებში და მივაწვეთ ბოლომდე

ელენე ხოშტარია: პარლამენტი არ შედგა, მოეშვით მას, გადავეშვათ არჩევნებში და მივაწვეთ ბოლომდე

Published on

ოცნებამ 50 პროცენტი ხო აქამდეც არ მქონდაო, ამიტომ 43 მოვიგონეო, მაგრამ ეხლა 43-ც აღარ მაქვს და საერთოდ ხალხის მხარდაჭერა არ მაქვსო, მაგრამ კაბინეტში ჯდომა მაინც მინდაო. ვერ მოგართმევთ!

დღეს იყო მარცხის აღიარება. არალეგიტიმურები და თავხედები რომ არიან დღეს არ გამიგია.ოცნება რომ გადამგდებია, ახალი არ არის. შარლ მიშელის დოკუმენტს ერთი დღე არ უცოცხლია, სულ ირღვეოდა. ახალი ის არის, რომ ოცნება 43%-ზე უარს ამბობს, რადგან იცის, ვერ აიღებს. ამიტომ, მოეშვით ამ პარლამენტს, არ შედგა ეგ პარლამენტი. გადავეშვათ არჩევნებში და მივაწვეთ ბოლომდე.

სხვა შემთხვევაში გეზი დაანონსებულია ჩრდილოეთისკენ. პარტნიორებიც ჩვენი მოქმედების მიხედვით იმოქმედებენ და არა – პირიქით.

წერს მოძრაობა დროას ლიდერი, საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი, ელენე ხოშტარია Facebook-ზე. 28 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ “კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...