მთავარისიახლეებიპოლიტიკადევიდ კრამერი : მიზანმიმართული სანქციების დროა, "ქართული ოცნების" წევრები უნდა მიხვდნენ,...

დევიდ კრამერი : მიზანმიმართული სანქციების დროა, “ქართული ოცნების” წევრები უნდა მიხვდნენ, რომ უკვე საკმარისია

Published on

“ევროკავშირი შეურაცხყოფილი უნდა იყოს იმით, რომ “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებაში დრო დაკარგა. ახლა მიზანმიმართული სანქციების დროა, რათა “ქართული ოცნების” წევრები მიხვდნენ, რომ უკვე საკმარისია”, – ასეთ კომენტარს აკეთებს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით. კრამერის კომანტარს “ამერიკის ხმა” ავრცელებს.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” სიტუაციას დასცინის” და მთელი პასუხისმგებლობა პრემიერმინისტრსა და “ქართულ ოცნებას” ეკისრება.

“პრემიერი უნდა გადამდგარიყო, მაგრამ ამის ნაცვლად, ის რჩება და პოლიტიკურ სიტუაციას აუარესებს. პარალელურად საპარლამენტო კომისიამ, რომელიც გასული შემოდგომის არჩევნებს იძიებს, დაასკვნა, რომ ყველაფერი კარგადაა. ძალაუფლებაში მყოფმა მთავრობამ, რომელმაც კოალიციის გარეშე მიიღო საკმარისი ხმები, თავადვე გამოიძია არჩევნების საქმე და დაადგინა, რომ მთავრობაში მყოფმა ძალამ სამართლიანად მოიგო. “ქართული ოცნება” არსებულ სიტუაციას დასცინის. წარსულში, შეიძლებოდა, რომ კრიზისის არსებობაში ბრალის ნაწილი ოპოზიციაზეც გაგვენაწილებინა და გვეთქვა, რომ ისინი პარლამენტში უნდა შესულიყვნენ. თუმცა, ახლა, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერს, “ქართულ ოცნებას” და ბატონ ივანიშვილს”, – ამბობს კრამერი.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...