დელტა შტამი ხელახალი რეგულაციების მიზეზი ხდება

0
321

COVID-19-ის დელტა შტამი მთელ რიგ ქვეყნებში ხელახალი რეგულაციების დაწესების მიზეზი ხდება. მაგალითად, აშშ-ში უკვე მოუწოდებენ დახურულ სივრცეებში პირბადის ტარებისკენ და ეს მოწოდება ეხება სრულიად ვაქცინირებულ პირებსაც, ხოლო გერმანიაში, ქვეყანაში შემსვლელი პირებისთვის იზოლაციის პერიოდის შემოღებას ისევ გეგმავენ.

ერთი თვით გაახანგრძლივებს ლოქდაუნს ოფიციალური სიდნეი – ავსტრალიაში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

შეგახსენებთ, კორონავირუსის მუტირებული, დელტა შტამი, მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. მეცნიერების მტკიცებით, ის ე.წ. ტრადიციულ, უჰანურ შტამსა და ბრიტანულ, ე.წ. ალფა შტამზე გაცილებით სწრაფად ვრცელდება, შესაბამისად, მოკლე დროში აინფიცირებს ბევრ ადამიანს, რაც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას და მძიმე პაციენტებისა და გარდაცვალების რიცხვის მატებას იწვევს.

გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს თანახმად, B.1.617.2 ინდოეთში გასული წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. მიმდინარე წლის 24 მარტს კი ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ინდოეთში დაფიქსირებული ვირუსის 15-20% სწორედ ე.წ. ინდურ შტამზე მოდიოდა.

წინა სტატიასააკაშვილის უკანონო გაძევებისთვის პასუხისგებელ პირებს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება – გაკვეთილი ივანიშვილისათვის
შემდეგი სტატიარიგგარეშე გადაწყვეტილება – “მთავარი არხის” გაყიდვების სახლში საგადასახადო შევიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური