,,დავით ზალკალიანის ეს ინტერვიუ, ახლა, როცა ევროკავშირთან შეთანხმება “ქართულმა ოცნებამ” ანულირებულად გამოცხადა, განსაკუთრებით სასაცილო ჩანს” – ვიოლა ფონ კრამონი

0
377

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ქართული ოცნების” დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ მმართველმა გუნდა შარლ მიშელის დოკუმენტი ღიად ანულირებულად გამოაცხადა.

ევროპარლამენტარი Twitter-ზე აზიარებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინტერვიუს შემდეგი სათაურით “საქართველოს საგარეო მინისტრის ზალკალიანის პოსტს ,,2020 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის პერსპექტივა” და წერს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ ეს ინტერვიუ “განსაკუთრებით სასაცილოდ ჩანს”.

“საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, [დავით ზალკალიანის] ეს ინტერვიუ, განსაკუთრებით სასაცილოდ ჩანს. 19 აპრილის შეთანმხება ევროკავშირთან “ქართულმა ოცნებამ” ღიად ანულირებულად გამოცხადა”, – წერს კრამონი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ახლა კიევშია და საქართველოში მოდის.

წინა სტატია“ნაციონალური მოძრაობის” საგანგებო განცხადება
შემდეგი სტატიადევიდ კრამერი : მიზანმიმართული სანქციების დროა, “ქართული ოცნების” წევრები უნდა მიხვდნენ, რომ უკვე საკმარისია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური