ჩემი პირველი რეაქცია პარლამენტის დატოვება და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტირებაა, მაგრამ ამისგან დროებით თავს ვიკავებ – დავით ბაქრაძე

0
243

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ბაქრაძე ქართული ოცნების განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არ აპირებს პარლამენტის დატოვებას და არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას, სანამ კონსულტაციებს არ გაივლის ოპოზიციასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან.

“შექმნილ უმწვავეს ვითარებაში აუცილებელია ოპოზიციის მხრიდან მოქმედება გაასმაგებული პასუხისმგებლობით და გონიერებით. რა თქმა უნდა, ჩემი პირველი ადამიანური და პოლიტიკური რეაქცია ან ნაბიჯზე გახლავთ პარლამენტის დატოვება და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტირება. მაგრამ კარგად მესმის ისიც, რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრება, როგორც პოლიტიკოსს და ამიტომ, სხვა ოპოზიციურ ძალებთან კოორდინირების, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციების გარეშე, ცალმხრივად ასეთი ნაბიჯის გადადგმისგან დროებით თავს ვიკავებ, თუმცა ნამდვილად არ გამოვრიცხავ არც ერთს და არც მეორეს”. – ამბობს ბაქრაძე.

წინა სტატიაგიორგი ვაშაძე: მმართველ გუნდს ეშინია 43%-იანია ბარიერის და ამიტომაც ჩააგდო ეს დოკუმენტი
შემდეგი სტატიაშარლ მიშელის შეთანხმების ანულირება იმის დასტურია, რომ მმართველი გუნდი გამოუვალ მდგომარეობაშია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური