მთავარისიახლეებიპოლიტიკაბექა ლილუაშვილი: ,,ქართული ოცნების'' პოლიტიკური თაღლითობა

ბექა ლილუაშვილი: ,,ქართული ოცნების” პოლიტიკური თაღლითობა

Published on

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია ,,საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებით ქართულმა ოცნებამ დაადასტურა, რომ “უკიდურესად შეშინებულია”. ის ამბობს, რომ შეთანხმების ანულირების საფუძველი მმართველ პარტიას ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა და ამასთან პარტია საქართველოს რეიტინგის ზრდით გამოწვეული შიშმაც.

“ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი აღიარება, რომ ისინი [ქართული ოცნება] არიან უკიდურესად შეშინებულები. ნაცმოძრაობამ, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ არ მოაწერეს 19 აპრილის შეთანხმებას ხელი, რადგან ეს აწყობდა მმართველ პარტიას და სჭირდებოდა მას საფუძვლად, რომ შეთანხმება ანულირებულად გამოეცხადებინა.

აი ამ პოლიტიკურ თაღლითობას უპირისპირებენ ისინი თავიანთი შიდა პარტიული კვლევების მათთვის დრამატულ შედეგებს — რეალობას, სადაც პარტია საქართველოსთვის რეიტინგი კიდევ უფრო იზრდება. ამ რეალობით გამოწვეული შიშის საპირწონედ ორივე მხარე, კიდევ ერთხელ, საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესს აყენებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა”, — განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...