ამ თემით სპეკულირება, საგადასახადო ადმინისტრირების პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, არ არის კარგი” – ფინანსთა მინისტრი ხუციშვილი.

0
247

“შემოწმება დასრულდება გადასახადის გადამხდელისთვის ყოველგვარი ზედმეტი დისკომფორტის გარეშე. უბრალოდ, ამ თემით სპეკულირება, პოლიტიკური ქულების დაწერა და საგადასახადო ადმინისტრირების პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, არ არის კარგი. სულ ეს არის! სპეკულირება კარგი არ არის”. – ასე ეხმაურება ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მთავარი არხის განცხადებას გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით

მინისტრის მტკიცებით,  სარეკლამო სააგენტოში შესვლა სტანდარტული პროცედურაა და მთავარმა არხმა ეს პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანა.

”  შემოსავლების სამსახურის ფუნქცია და ვალდებულება არ არის დაფინანსების წყაროების შემოწმება, იგი  ახორციელებს კამერალურ საგადასახადო შემოწმებას ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში (მიმდინარე თვეში სხვა 500 კომპანიასთან ერთად), რაც წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის ჩვეულებრივ, სტანდარტულ პროცედურას, რაც ითვალისწინებს გადამხდელის რისკების კამერალურ შესწავლას და შესაბამისი რისკების გაქარწყლების შემთხვევაში მიმდინარე პროცედურის დასრულებას;

კამერალური საგადასახადო შემოწმების ეს პროცესი თეორიულადაც კი არ ითვალისწინებს იმგვარ პროცედურას, რომ რამენაირად ხელი შეეშალოს კომპანიას საქმიანობაში. მაქსიმუმ რამოდენიმე საათი დაეხარჯოს კომპანიის აუდიტორს ინფორმაციის მოწოდებაში”. – წერს ის.

ლაშა ხუციშვილის მტკიცებით, პროცედურა გადასახადის გადამხდელებისთვის უცხო არ არის და წლის განმავლობაში 8000-მდე ასეთი კამერალური შემოწმება ტარდება, ათი ათასობით სხვადასხვა ფორმით კომუნიკაცია აქვთ გადასახადის გადამხდლებთან. ხუციშვილი ამტკიცებს,

მთავარი არხის ინფორმაციით, ტელეკომპანიის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური დღეს, 27 ივლისს შევიდა. მთავარის ცნობით, ეს არის რიგგარეშე გადაწყვეტილება, რომელიც უწყებამ მიიღო. არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, გაყიდვების სახლში შესვლა ტელევიზიაში შესვლის იდენტურია, რადგან ეს ტელეკომპანიის შემოსავლის წყაროა.

ნიკა გვარამიას თქმით, ეს ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრძანებაა და, მისი აზრით, სხვა კრიტიკულ მედიებსაც იგივე ელოდება.

“რაღა უნდა მოხდეს მედიის თავს, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ, იქნება ეს პოლიტიკური სპექტრი თუ იქნება საერთაშორისო აქტორები, ამ ქვეყანაში მთავრდება სიტყვის მთქმელი ადამიანების სამუშაო ადგილი აღარ იარსებებს ძალიან მალე”. – თქვა გვარამიამ.

ირაკლი კობახიძემ 14 ივლისს  თქვა, რომ 3 კონკრეტულ ტელევიზიაში შავი ფული ტრიალებს და საქმე გამოსაძიებელია.

წინა სტატიაბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიაკორონავირუსი ტაჯიკეთის პრეზიდენტის ოჯახსაც შეეხო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური