მთავარისიახლეებიმედიცინაგანიხილება ქორწილების, წვეულებებისა და სხვა დიდი თავშეყრების აკრძალვა

განიხილება ქორწილების, წვეულებებისა და სხვა დიდი თავშეყრების აკრძალვა

Published on

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო განიხილავს დიდი თავშეყრების აკრძალვას.

“ყველაზე დიდი ბუსტერები სადაც გვაქვს, დიდი თავშეყრების სრული აკრძალვა — ქელეხი, ქორწილი, წვეულება, კონცერტები, სულ ყველაფერი ეს უნდა იყოს შესაბამისად პრევენტირებული

ქელეხები აკრძალულია ისედაც, მოგეხსენებათ, დიდი ოდენობით ადამიანების თავშეყრა, მაგრამ, ეს არ იცვება. ამიტომ, აქ აღსრულებაზე კონტროლი უფრო გამკაცრდება”, —

 ამირან გამყრელიძე ასევე აცხადებს, რომ ” ახლა მეტი გვაქვს ინფიცირება, ვიდრე ეს იყო მესამე ტალღის პიკზე, მაისში და დაახლოებით 50-დან 60%-მდე, რაც ვიყავით მეორე ტალღის პიკზე, ნოემბრის ბოლოს-დეკემბრის დასაწყისში.

განსხვავება გახლავთ ერთი, რომ მეორე ტალღის დროს, მოგეხსენებათ, არ იყო ხელმისაწვდომი ვაქცინები, დღეს გვაქვს საშუალება, რომ მოსახლეობა ავცრათ”, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ

სიახლეები

სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 7 დღით პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება...

სუს-ში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაური გამოიკითხა

შსს-ს ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით გამოიკითხა ცნობისთვის, 2025 წლის...

რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შევუჩერეთ – სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს. "სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის...

მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავა – მათ საქართველოდან გააძევებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს - მათ...