ბოლო ორ დღეში კორონავრუსს ოკუპირებულ აფაზეთში 5 ადამიანის იცოცხლე ემსხვერპლა

0
372

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 189 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 21 250-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

ამასთან, ვირუსს გასულ ორ დღეში კიდევ 5 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიის დაწყების დროიდან ვირუსით ოკუპირებულ რეგიონში 294-ს ადამიანი დაიღუპა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ტესტი 559 ადამიანს ჩაუტარდა.

გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 189 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. 65 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 51-ის – საშუალო სიმძიმის.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 43 პაციენტი მკურნალობს, ოჩამჩირეში – 24, გაგრაში – 52, ტყვარჩელში – 18.

წინა სტატიალარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
შემდეგი სტატიაბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად 10 -მდე ქუჩა დაიტბორა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური