ბოკერიას გამო დაემართა ოპოზიციას ის, რაც დაემართა, მე ამ ჯერზე არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ – ალეკო ელისაშვილი

0
493

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

,,არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ ამ ჯერზე იმიტომ, რომ ჩემი მხრიდან გამოვა ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა, რადგან რაც ვთქვი, გამოვა, რომ შუა გზაზე უნდა მივატოვო”

რაც შეეხება მის თანაპარტიელებს,   ელისაშვილი ამბობს, რომ  პარტია მოქალაქეებს თბილისში, ძირითად რაიონებში ეყოლება მაჟორიტარობის კანდიდატები და პარტიული სიით მიიღებს მონაწილეობას.

დღეს ვინც დასახელებულია მერობის კანდიდატებად, ჩვენი მხარდაჭერა არ ექნებათ. პირველ რიგში, და რა თქმა უნდა, გამორიცხულია, რომ კალაძეს ჰქონდეს მხარდაჭერა და ასევე, რა თქმა უნდა, მელია- ხოშტარიას ტანდემს არ ექნება ჩვენი მხარდაჭერა.

ელისაშვილი არ უშვებს ხელიდან მომენტს ბოკერიას შეერკინოს,  “ბოკერია არის ადამიანი, რომელმაც თავისი ხელით დაამსხვრია საკუთარი პარტია, გაკოტრებულია აბსოლუტურად და კიდევ ამ კაცს უსმენენ. ამ კაცს რომ უსმენდნენ იმიტომ დაემართა ოპოზიციას ის, რაც დაემართა და იმიტომ არის იქ, სადაც არის. — განაცხადა ელისაშვილმა იმედის ეთერში.

წინა სტატიაგანიხილება ქორწილების, წვეულებებისა და სხვა დიდი თავშეყრების აკრძალვა
შემდეგი სტატიასაავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე ავტოტომობილების მოძრაობა აკრძალულია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური