ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად 10 -მდე ქუჩა დაიტბორა

0
419

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ე.წ. ჭაობის და ხოფის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 -მდე ქუჩა დაიტბორა. ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი ნალექის გამო, გადაადგილება განსაკუთრებით აღმაშენებლის ქუჩაზე უჭირთ. მოსახლეობის თქმით, ცალკეულ ქუჩებზე შეუძლებელია ფეხით გადაადგილება.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო, დიდი რაოდენობით წყლის გატარება დროულად ვერ ხდება, რაც ქუჩების დატბორვას იწვევს.

თავის მხრივ, შპს „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ პრევენციის მიზნით, მობილური ჯგუფები იმ ქუჩებზე გავიდნენ, სადაც ძლიერი წვიმის დროს ტერიტორია ხშირად იტბორება. უწყების ინფორმაციით, წყლის გამტარი მილების აქტიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

უწყების განცადებით ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსიც  დაიტბორა.

„უხვი ნალექის გამო, მოხდა ქალაქის სანიაღვრე არხების გადატვირთვა, რამაც გამოიწვია რესპუბლიკური საავადმყოფოს 0 სართულზე (ტექნიკურ სივრცეში) სანიაღვრე წყლის შედინება. საავადმყოფოს ტექნიკური ჯგუფი მუშაობს პრობლემის აღმოფხვრაზე. მომხდარის გამო საავადმყოფოს მუშაობას შეფერხება არ ჰქონია. ვაგრძელებთ სრული დატვირთვით მუშაობას”, – აცხადებენ კლინიკის პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, დატბორვას კლინიკის მუშაობაში ხელი არ შეუშლია.

 

წინა სტატიაბოლო ორ დღეში კორონავრუსს ოკუპირებულ აფაზეთში 5 ადამიანის იცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაძლიერი წვიმის შედეგები – ზუგდიდში [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური