მთავარიUncategorizedსარდინიაზე ტყის ხანძრები მძვინვარებს - იტალია ევროკავშირის ქვეყნებს დახმარებას სთხოვას

სარდინიაზე ტყის ხანძრები მძვინვარებს – იტალია ევროკავშირის ქვეყნებს დახმარებას სთხოვას

Published on

იტალიის საკურორტო კუნძულ სარდინიაზე ტყის ხანძრები მძვინვარებს. ხმელთაშუა ზღვაში მდებარე ამ კუნძულის დასავლეთ ნაწილიდან ევაკუირებულია 1500-ზე მეტი ადამიანი.

შექმნილ ვითარებას უპრეცედენტო კატასტროფა უწოდა სარდინიის გუბერნატორმა კრისტიან სოლინასმა. მისი ინფორმაციით, ხანძარს უკვე მოცული აქვს დაახლოებით 20 000 ჰექტარი. ცეცხლის კერებს ჯერჯერობით უშედეგოდ ებრძვის ასეულობით მეხანძრე-მაშველი.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ ხანძრის ჩასაქრობად დახმარება სთხოვა ევროკავშირის ქვეყნებს. სააგენტო „ფრანს პრეს“-ის ინფორმაციით, იტალიას 2-2 სპეციალური თვითმფრინავი უკვე გაუგზავნეს საფრანგეთმა და საბერძნეთმა.

 

სიახლეები

რომელსაც ვიცნობდი, იმ საქართველოს მე ვეღარ ვხედავ – აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრეიჩუსმა საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა ადრინდელს შეადარა და ტვ "ფორმულას" გადაცემა "გეოპოლიტიკაში" განცხადა,...

მარნეულში ორი პირი დავაკავეთ, ნარკოტიკი და იარაღი ამოვიღეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის...

სფფ-ს დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. GFF Awards 2025-ის ღონისძიება...

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...