მთავარისიახლეებიქალბატონ თინას 2 მანდატური ვერ აკავებდა, არასწორია სქესს ამოფარება - შალვა პაპუაშვილი

ქალბატონ თინას 2 მანდატური ვერ აკავებდა, არასწორია სქესს ამოფარება – შალვა პაპუაშვილი

Published on

ხმაური იყო ბიუროს სხდომაზე. დაპირისპირება დეპუტატებს შორის მას შემდეგ დაიწყო რაც საუბარი რამდენიმე დღის წინ ჩაშლილ სხდომას შეეხო.

ოპოზიციამ შალვა პაპუაშვილისგან განმატებები მოითხოვა მისი ქმედების გამო, როცა მან ტრიბუნისკენ მიმავალი თინა ბოკუჩავა ხელში აიყვანა და ტერიტორიას გაარიდა. ოპოზიციის განცხადებით დეპუტატის ქმედება ქალზე ძალადობად უნდა შეფასდეს.

ბრალდებებს მმართველი გუნდის დეპუტატმა ბრალდებებითვე უპასუხა.

“ეს იყო ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა, რომელსაც 2 მანდატური ვერ აკავებდა. ეს არასწორი ქმედებაა, ამოფარება სქესს, რომ აგრესია და ყველაფერი ეპატიება. რატომ უსვამთ ხაზს. ეს იყო არა თუ ჩემი უფლება, არამედ მორალური ვალდებულება,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“თინას ვერ ერეოდა ორი მანდატური და თქვენ მოერიეთ?” – მიმართა კითხვით შალვა პაპუაშვილს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

“ზუსტად”- უპასუხა პაპუაშვილმა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....