მთავარისიახლეებივფიქრობდით, რომ 2012 წელს იქნებოდა ახალი დასაწყისი, თუმცა მას შემდეგ რეგულარულად იმედგაცრუებული...

ვფიქრობდით, რომ 2012 წელს იქნებოდა ახალი დასაწყისი, თუმცა მას შემდეგ რეგულარულად იმედგაცრუებული ვართ – ჯიმ რიში

Published on

მე და კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულები ვართ იმით, რაც საქართველოში ხდება, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების წევრმა ჯიმ რიშმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწეების კანდიდატებს მოუსმინეს.

„სენატორი შაჰინი და მე ვიმყოფებოდით საქართველოში 2012 წელს, როდესაც ისინი არჩევნებს ატარებდნენ. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იქნებოდა ახალი დასაწყისი, მაგრამ მას შემდეგ ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებულები ვართ იმით, რაც ქვეყანაში ხდება.

ისინი, სხვადასხვა პარტია, ჩამოდიან ვაშინგტონში და თითოეული მათგანი ცდილობს ჩვენს ჩართვას, ცდილობს, დავიჭიროთ მხარე მათ პოლიტიკურ მანევრებში. ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ ეს თავად უნდა გადაჭრან. ჩვენ არ ვაპირებთ დავიჭიროთ რომელიმე მხარე, მაგრამ მათ არ აქვთ დიდი პროგრესი”, – განაცხადა რიშმა.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...