მთავარისიახლეებისაზოგადოებაუახლოესი 3 დღის განმავლობაში საქართველოში ტემპერატურა 41 გრადუსს მიაღწევს

უახლოესი 3 დღის განმავლობაში საქართველოში ტემპერატურა 41 გრადუსს მიაღწევს

Published on

საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს. meteo.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად 19-21 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურა 41 გრადუსს მიაღწევს.  22 ივლისს კი 37 გრადუსამდე დაიკლებს და ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

ცხელი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოშიც – დღეს და ხვალ აქაც 40 გრადუსი სიცხე  და უნალექო ამინდი იქნება.  21-22 ივლისს კი ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი დედაქალაქშიც. დღეს ტემპერატურა 39 გრადუსს მიაღწევს ხვალ კი 40 გრადუსი იქნება. 21-22 ივლისს კი ტემპერატურა 2-3 გრადუსით შემცირდება.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს რომ მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...