შარლ მიშელთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა – ღარიბაშვილი

0
240

შარლ მიშელთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა – პრეზიდენტ მიშელს მივაწოდე ინფორმაცია თუ როგორ სრულდება შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ხელისუფლება მოტივირებულია და პროცესს მიჰყვება.

ვუთხარი, რომ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, ღარიბაშვილიმოახლოებული არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, პროცესი იყოს გამჭვირვალე და ტრანსფარენტული. პრეზიდენტ მიშელს ვთხოვე, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ ევროკავშირის მისიით არჩევნებზე, რათა არავის მიეცეს ნებისმიერი მიზეზით სპეკულაციის საშუალება.

ასევე, პრეზიდენტს მიშელს ვუთხარი, რომ თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შევიმუშავეთ და ვართ მოწადინებული და მოტივირებული, რომ გავაგრძელებთ მართლსაჯულების რეფორმაც, რაც არის ძალიან მნიშველოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ვუთხარი, რომ წლების განმავლობაში სასამართლოში პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის – ვაკეთებთ უფრო მეტს და პროცესს ბოლომდე მივიყვანთ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

წინა სტატიახელისუფლებამ არ აიღო ვალდებულება და არც პასუხისმგებლობა, დაეცვა ადამიანები 5 ივლისს- ხატია დეკანოიძე
შემდეგი სტატია19 აპრილის შეთანხმება არის მთავარი გარანტი, რათა საქართველომ დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური