ოკუპირებული ტერიტორიები მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა ჩვენთანაც – ვოლოდიმირ ზელენსკი

0
331

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებოდი, ოკუპირებული ტერიტორიები მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა ჩვენთანაც – ვოლოდიმირ ზელენსკი
დღეს, 15:51 114

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ბათუმში იმართება, ოკუპაციის პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინას და საქართველოს მსგავსი სიტუაცია აქვთ. უკრაინის ლიდერის თქმით, სწორედ ასეთ სიტუაციაშია მნიშვნელოვანი სწორი არჩევანის გაკეთება.

“ჩემი ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებოდი, რათა მენახა უსაფრთხოების საკითხები, ადამიანთა უფლებების დარღვევები, საკუთარი ყურით მომესმინა. უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიც მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა. ასეთ შემთხვევებში კარგად გვესმის, ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ეს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვთ ევროპის სასარგებლოდ.

წინა სტატიაევროპული მომავალი და არჩევანი არის გარდაუვალი და განუყოფელია ჩვენი ისტორიისგან, ჩვენი ფასეულობებისგან – სალომე ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაჩვენს საზღვრებთან მყარად უნდა დავდგეთ, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, ვიპოვით ჩვენს ადგილს ევროკავშირის სისტემაში – ზელენსკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური