მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლებამ არ აიღო ვალდებულება და არც პასუხისმგებლობა, დაეცვა ადამიანები 5 ივლისს- ხატია დეკანოიძე

ხელისუფლებამ არ აიღო ვალდებულება და არც პასუხისმგებლობა, დაეცვა ადამიანები 5 ივლისს- ხატია დეკანოიძე

Published on

შეხვედრაზე შევეხეთ იმას, რომ ხელისუფლებამ არ აიღო ვალდებულება და არც პასუხისმგებლობა, დაეცვა ადამიანები 5 ივლისს. ამასთან დაკავშირებით ის დიდ შეშფოთებას გამოხატავს, ისევე როგორც ევროკავშირის დროშის დაწვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ბათუმში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიშელის გზავნილები იყო მნიშვნელოვანი და მის საჯარო განცხადებაში სეროზული გზავნილები გაკეთდება.

„კარგი და პოზიტიური შეხვედრა იყო. ჩვენ პრეზიდენტისგან მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები. ასევე, მან ყურადღებით მოისმინა ჩვენი ყველა მნიშვნელოვანი ნიშნული საქართველოში არსებულ მძიმე მოცემულობასთან. მთელი ოპოზიციის ერთობლივი გზავნილი იყო 5 ივლისის მოვლენები, რომელიც გულისხმობს მნიშვნელოვან ცვლილებებს საქართველოში, მათ შორის ჩვენ ვუთხრით, რომ ეს არ ეხება კონკრეტულ ქვეყანაში შიდა პოლიტიკურ კრიზისს, ეს არის საქართველოს გეოპოლიტიკური კურსის ცვლილებასთან დაკავშირებული ასპექტები.

ჩვენ შევეხეთ ჟურნალისტების მძიმე მდგომარეობას, „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებას. შევეხეთ იმას, რომ ხელისუფლებამ არ აიღო ვალდებულება და არც პასუხისმგებლობა, რომ დაეცვა ადამიანები 5 ივლისს და ამასთან დაკავშირებით ის დიდ შეშფოთებას გამოხატავს და ასევე ევროკავშირის დროშის დაწვასთან დაკავშირებით.

ჩემი გზავნილი მისადმი იყო ის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი არ დასრულებულა, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი უფრო გაღრმავდა.

მისი გზავნილები იყო მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ მის საჯარო განცხადებაში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით სერიოზული გზავნილები გაკეთდება“ , – განაცხადა დეკანოიძემ.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...