მთავარიUncategorizedეს გაუმართლებელია- პრეზიდენტი შალვა პაპუაშვილის მიერ თინა ბოკუჩავას მიმართ ჩადენილი ქმედების...

ეს გაუმართლებელია- პრეზიდენტი შალვა პაპუაშვილის მიერ თინა ბოკუჩავას მიმართ ჩადენილი ქმედების შესახებ

Published on

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა, მით უფრო პარლამენტში. ასე ეხმაურება ის ქართული ოცნების დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის მიერ კოლეგის, თინა კოკუჩავას გაყვანას ტრიბუნიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით.

“ნებისმიერ შემთხვევაში, გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა და მით უფრო პარლამენტში, რომელიც ადგენს ადამიანის უფლებების დაცვის საკანონმდებლო საფუძველს და რომელიც უნდა იყოს მაგალითის მიმცემი საზოგადოებისთვის!” — აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან. როგორც ბოკუჩავა ამბობს, პირველად ამის მცდელობა ქართული ოცნების კიდევ ერთ დეპუტატს, ლევან მგალობლიშვილს, რომელსაც შემდეგ პაპუაშვილი შეუერთდა.

თავად პაპუაშვილი ამ ფაქტს ძალადობად არ მიიჩნევს.

“დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?” — ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი კოლეგის, თინა ბოკუჩავას გამოყვანას ტრიბუნიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით.

პაპუაშვილს ძალადობას არ მიაჩნია კოლეგა ქალის ხელში აყვანა და მისი ნების საწინააღმდეგო, საპარლამენტო ტრიბუნიდან გაყვანა, თუმცა ამბობს, რომ სიმართლეზე, მორალზე და პარლამენტზე ძალადობა იყო ის, რასაც “ნაციონალური მოძრაობის წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში”.

“თინასთან ვწუხვარ”, — წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში, თუმცა, უცნობია რის გამო წუხს, თუ ფიქრობს, რომ მისი ქმედებაა ძალადობა არ ყოფილა.

შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა გაიყვანა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან. როგორც ბოკუჩავა ამბობს, პირველად ამის მცდელობა ქართული ოცნების კიდევ ერთ დეპუტატს, ლევან მგალობლიშვილს, რომელსაც შემდეგ პაპუაშვილი შეუერთდა.

ხმაური და სიტყვიერი შეურაცხყოფა პარლამენტში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს სიტყვა გააწყვეტინეს  და ტრიბუნასთან გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გამოფინეს. ამის პარალელურად, პლენარულ სესიაზე ჟურნალისტებმა საპროტესტო ბანერი გადმოფინეს წარწერით — “დასაჯეთ მოძალადეები”.

 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...