მთავარისიახლეებიკულტურაგალენიშები - მეოთხე განზომილება, რომელშიც , შესაძლოა, ბნელი მატერია იმალებოდეს  

გალენიშები – მეოთხე განზომილება, რომელშიც , შესაძლოა, ბნელი მატერია იმალებოდეს  

Published on

 ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ რივერსაიდში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერები ბრაზილიელ კოლეგებთან ერთად აცხადებენ, რომ ბნელი მატერია, შესაძლოა, მეოთხე განზომილებაში იმალებოდეს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Journal of High Energy Physics ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ბნელი მატერია სამყაროს თითქმის 85 პროცენტს შეადგენს. ამის მიუხედავად, მისი შეუიარაღებელი თვალით ან მაღალგანვითარებული ხელსაწყოებით დანახვა შეუძლებელია, რადგან ის არცერთი სახის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას გამოყოფს, შთანთქავს ან ირეკლავს. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის გარშემო დღემდე მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. ამ უჩვეულო ფენომენის ახსნას ნაშრომის ავტორები აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ცდილობენ. მათი თქმით, ბნელ მატერიაზე მეტის გასაგებად, საჭიროა, მას სხვა კუთხით მივუდგეთ. სწორედ ამიტომ, სპეციალისტებმა ახალი ჰიპოთეზა წამოაყენეს.

მეცნიერთა თეორიის თანახმად, ბნელი მატერია არა ჩვენთვის ცნობილ სამ განზომილებაში, არამედ მეოთხეში უნდა ვეძებოთ. იქ მისი შემადგენელი უხილავი ნაწილაკები სულ სხვაგვარად ურთიერთქმედებენ, რასაც ისინი “ბნელი” ბუნებრივი ძალების მეშვეობით ახერხებენ. შედეგად, ზოგიერთი მათგანი მახასიათებლებით დანარჩენს აღარ ჰგავს, ანუ ისე არ იქცევა, როგორც სტანდარტული ნაწილაკი. მეცნიერთა თქმით, ამ პროცესს ვერ დავაკვირდებით, რადგან ეს მატერიალურ სამყაროში არ ხდება, თუმცა მას გავლენა აქვს ჯუჯა სფეროსებრ გალაქტიკებზე, კერძოდ კი იქ განლაგებული ვარსკვლავების მოძრაობაზე.

მკვლევრები ფიქრობენ, რომ მათი ჰიპოთეზა ბნელი მატერიის კოსმიური წარმომავლობის შესწავლაში დაგვეხმარება. მომავალში ისინი იმავე თეორიის ფარგლებში ე.წ. ბნელ ფოტონებზე კონცენტრირდებიან, რომლებზეც უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს.

არ შეიძლება არ გაგახსენდეს მეგრული გალენიშები – რწმენა-წარმოდგენები სამყაროს  მეოთხე განზომილების შესახებ, რაც არის  ანარეკლი კოლხების წარმოდგენებისა ზედროულსა და დროში დასაზღვრებულს შორის, განუზომელ და გაზომვად სივრცეს შორის არსებულ კავშირებზე. ამ რწმენის თანახმად, მიცვალებულთა სულები გადადიან მეოთხე განზომილებაში -უკანა სკნელში იწროით სიკვდილის , ჭიფე ღურაშ გვირაბის გავლით.
ჩვეულებრივმა მოკვდავებმა მხოლოდ აფხარხვილების მეშვეობით იციან ამის შესახებ და, რადგან შეუცნობელი ყოველთვის იწვევს შიშს,  კრძალვით შლიან საგალენიშო ტაბლას, რომელსაც, მათი რწმენით, გარდაცვლილები, მიღმიერები, სხვა დროსა და სივრცეში გადასულები უსხდებიან
გალენიშ დო დინახალენიშ ხვამაშ ( ცოცხალთა და გარდაცვალებულთა ლოცვის ტაბლა ) კარის ზღურბლზე იდგმება – კარს გარეთა ნაწილში  მას გალენიშები უსხდებიან, კარს შიგნით – ცოცხლები, შესაბამისად,  სწორედ ზღურბლია მხები ორ პარალელურ სამყაროს შორის.
ხოლო სუფთა წყალი, რომელიც ამ და ყველა სხვა სალოცავი ტაბლის აუცილებელი ატრიბუტია, აქ არა მხოლოდ გალენიშების დასარწყულებლად არის დადგმული, არამედ და პირველ რიგში, დროისა და სივრცის მარადისობის ნიშანია და ცოცხალი წყლის, ფილოსოფიური წყლის სიმბოლურ გამოხატულებას წარმოადგენს.
.

 

 

სიახლეები

112-მა პარლამენტთან აქციების ფონზე სახის და ემოციების ამომცნობი 30 კამერა იყიდა

პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ 112-მა ჩინური წარმოების 30 სათვალთვალო კამერა შეისყიდა, რომლებსაც ადამიანების...

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან აქციის მონაწილეებს შეხვდა

ოლიგარქის ხმოსნების მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ ორბელიანის სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებთან ლეგიტიმური პრეზიდენტი...

“არალეგიტიმური პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა არაკონსტიტუციურია” – ISFED

"სამართლიანი არჩევნების" განცხადებით, არალეგიტიმური პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნა და...

“საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი”- მიჰკელსონი

"საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ესტონეთის პარლამენტის...