მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩხრეკა ძალადობრივი ჯგუფებისა და რუსული პლატფორმის ლიდერების სახლებში

ჩხრეკა ძალადობრივი ჯგუფებისა და რუსული პლატფორმის ლიდერების სახლებში

Published on

დღეს დილიდან ძალადობრივი აქციის ლიდერებისა და ორგანიზატორების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს.

საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის შემდეგ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერები გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები განყოფილებაში გადაიყვანეს, ჯერ უცნობია, მათ დაკავებას აპირებენ თუ  მხოლოდ გამოკითხვისთვის წაიყვანეს.

გურამ ფალავანდიშვილი გამოთქვამს წუხილს, რომ არ აკავებენ თბილისი პრაიდისა და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც მისი მტკიცებით ძალადობის ინიციატროები არიან. კითხვაზე — ელოდება თუ არა ბრალის წარდგენას, ის პასუხობს: “არ მაქვს მოლოდინი”.

ძალადობრივი და პრორუსული არხის, ალტ-ინფოს ერთ-ერთი წამყვანი, ზურაბ მახარაძეც პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. პოლიცია  მის სახლში  დილის 08:30 საათზე მივიდა და ჩხრეკა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

“ვადასტურებ, რომ იყო ჩხრეკა, მათთვის საინტერესო ნივთები წაიღეს და ზურაც გაიყოლეს რაღაცა პროცედურებთამ დაკავშირებით, ოღონდ არ ვიცი რა პროცედურებია. როგორც ვიცი, დაკავებული არ არის, რაღაცა პროცედურაა სტანდარტული, რომელიც უნდა ჩაატარონ და შემდგომ გამოჩნდება კიდევ”, — აცხადებს მახარაძის მეუღლე კასრაძე, მაგრამ  არ აკონკრეტებს, რა წაიღო პოლიციამ  ამას საჭიროდ არ მიიჩნევს

ალტ-ინფოს პლატფორმიდან ვრცელდება ქსენოფობიური, ჰომოფობიური, დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილები.

ჩხრეკა ჩატარდა პლატფორმის დამფინანსებლის, კონსტანტინე მორგოშიას სახლშიც.

სირცხვილიას ოფისთან ხალხის მობილიზება სწორედ კონსტანტინე მორგოშიამ დაიწყო. მან რუსთაველზე შეკრებილებს მიმართა, რომ 500-600 კაცი გამოყოფილიყო, რომლებიც ინგორყვას ქუჩაზე მივიდოდნენ. სწორედ სირცხვილიას ოფისთან დაესხნენ თავს TV პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტს, მირანდა ბაღათურიას. ლაშქარავას სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა. ოპერატორი 11 ივლისს სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილზე დირექტივების ერთ-ერთი გამცემი იყო ზურა მახარაძეც. პარლამენტის წინ კარვების აყრისკენ ხალხს სწორედ ის მოუწოდებდა.

რაც შეეხებათ მამა-შვილ ფალავანდიშვილებს, ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქციებში და ხალხსაც დარბევისკენ მოუწოდებდნენ. გურამ ფალავანდიშვილი არაერთხელ დამუქრებია ჟურნალისტებსაც.

 

სიახლეები

ბაზარზე მკვლელი “კრისტალი” გამოჩნდა, რომელიც იპყრობს შენს გონებას და გიმონებს – ნარკოლოგი

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, რომელიც ხშირად აქვეყნებს დასაბუთებულ გაფრთხილებებს ახალი, სხვებისგან განსხვავებული ნარკოტიკის გამოჩენის შემთხვევაში,...

საია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას გმობს

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს:  "ტელეკომპანია „პირველის“...

ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი კლინიკაში გადაჰყავთ

ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი...

თუ მოსკოვი დღის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ევროპული ქვეყნები ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებენ – გერმანია

ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებენ, თუ მოსკოვი დღის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტაზე...