მთავარისიახლეებისაზოგადოებაგვინდოდა გვეჩვენებინა, როგორია ცხოვრება დამოუკიდებელი მედიის გარეშე - ზუკა გუმბარიძე

გვინდოდა გვეჩვენებინა, როგორია ცხოვრება დამოუკიდებელი მედიის გარეშე – ზუკა გუმბარიძე

Published on

ამ პროტესტით საზოგადოებისთვის იმის ჩვენება გვინდოდა, როგორია ცხოვრება დამოუკიდებელი მედიის გარეშე, ეს ასევე, იყო გზავნილი სტრატეგიული პარტნიორებისთვის – განაცხადა ტელეკომპანია ფორმულას დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ მაუწყებლობის 24 საათით შეწყვეტაზე BBC-ის ეთერში

,,ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში, სადაც დაცულია კანონის უზენაესობა და არის უსაფრთო გარემო ყველასთვის, მათ შორის უმცირესობებისთვის, ლგბტქ აქტივისტებისთვის და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ჟურნალისტებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ჩვენ გვესმის მხოლოდ აბსოლუტურად პოპულისტური და უპასუხისმგებლობა ნარატივი, რომელიც ზრდის პოლარიზაციის დონეს და ძალადობის რისკებს თბილისის ქუჩებში”, – თქვა გუმბარიძემ.

მან 5 ივლისის მოვლენებზე საუბრისას თქვა, რომ პოლიციამ ძალადობის აღსაკვეთად არაფერი გააკეთა, არ დაუკავებიათ ძალადობრივი ჯგუფების ლიდერები.

“მსგავსი, შესაძლოა, მოხდეს ნებისმიერ კონსერვატიულ საზოგადოებაში და საქართველო კონსერვატიული ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მემარჯვენე ძალადობრივ ჯგუფებს აქვთ აშკარა კავშირი მთავრობასთან, კრემლთან და მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. პოლიციამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აღეკვეთა ძალადობა თბილისის ქუჩებში და მწვანე შუქი აუნთო ბრბოს. არ დაუკავებიათ ამ ძალადობრივი ჯგუფების არც ერთი ლიდერი”, – აღნიშნა გუმბარიძემ.

ფორმულას დირექტორმა პერსონალური სანქციების დაწესების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

“საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს სურს, ქვეყანა იყოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ამიტომ მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს, როგორ აღიქვამს დასავლური სამყარო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ დასავლეთმა უნდა გაზარდოს ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე, მათ შორის დაიწყოს პერსონალური სანქციების დაწესება ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის წინააღმდეგ”, – განაცხადა მან

სიახლეები

ტრამპის თქმით, უკრაინისთვის განკუთვნილი Patriot-ის რაკეტები და სხვა იარაღი უკვე გზაშია

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტები...

თბილისში არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმო გამოვავლინეთ – სეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ცნობით, თბილისში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს, რომელიც დააჯარიმეს და...

ევროკავშირის შემდეგ “ქართულ ოცნებას” ლონდონიც აფრთხილებს

ევროკავშირის შემდეგ "ქართული ოცნებას" ლონდონიც აფრთხილებს - დიდი ბრიტანეთის ევროპის მინისტრი პირდაპირ ამბობს, რომ...

ოცნებასთან ბრძოლის ერთადერთი გზაა წინააღმდეგობა, 19-ში ვიკრიბებით თსუ-სთან-ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის სახელით, გვინდა, გამოვეხმაუროთ გუშინდელ ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო მოვლენას, რომელიც ეხებოდა, მათ შორის,...