პარლამენტის უკან შეკრებილ ჟურნალისტებს შენობაში არ უშვებენ. მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა და დეპუტატებისთვის კითხვების დასმა სურთ, თუმცა ამის საშუალება არ ეძლევათ.
ჟურნალისტების სახელზე საშვია დაშვებული. პოლიციის წარმომადგენლები მათ არ ეუბნებიან, რის საფუძველზე ეთქვათ უარი შენობაში შესვლაზე.
იქ იმყოფებიან ვახო სანაია, ნანუკა ჟორჟოლიანი, ასევე, ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა.

“ჩვენ შევთანხმდით, რომ 5 წუთის განმავლობაში იქნებოდა შეთანხმებული. ჯერჯერობით გარდა იმისა, რომ აქეთ გამოგვწიეს უფრო მეტად, არაფერი არ ხდება. არავითარი იმედი არ მაქვს, თავისთავად ცხადია, მაგრამ ველოდებით”, — აცხადებს მთავარი არხის ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია.
ადგილზე ახლა მცირე დაპირისპირებაა.