მედიის თავისუფლების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა აუცილებელია – შვედეთის საელჩო

0
288
Sweden flag and Stockholm old town Gamla Stan in background

“ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას შვედეთის საელჩო ეხმაურება და წერს, რომ ნებისმიერი სახის ძალადობას გმობენ. მათივე განცხადებით, მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა აუცილებელია.

“ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ “ტვ პირველის” ჟურნალისტის, ალექსანდრე ლაშქარავს ოჯახის, მისი მეგობრებისა და კოლეგების მიმართ. შვედეთი გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას. მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება არის დემოკრატიული ფასეულობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

წინა სტატიალექსო ლაშქარავას გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა ძალადობრივი თავდასხმების ფონზე სრულად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული
შემდეგი სტატიაგამოავლინეთ მთავარი პასუხისმგებლები და დაიწყეთ სისხლისსამართლებრივი დევნა – ლომჯარია შსს-ს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური