მთავარისიახლეებილექსო ლაშქარავას გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა ძალადობრივი თავდასხმების ფონზე სრულად და...

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა ძალადობრივი თავდასხმების ფონზე სრულად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული

Published on

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია ნათქამი, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა ძალადობრივი თავდასხმების ფონზე სრულად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული.

„საქართველო ძალიან სერიოზულ გზაჯვარედინზეა, რაც განსაზღვრავს მის განვითარებას და წარმატებას ან მარცხს უახლოესი ათწლეულების განმავლობაში. ქართველთა უმეტესობამ უკვე მტკიცედ და დიდი ხნის წინ აირჩია ევროპული განვითარება და ევროპული ღირებულებები. ამასთან, არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ საქართველოს პროგრესს ამ გზაზე და შეცვალონ იგი.

საქართველოში ბოლოდროინდელი განვითარებული მოვლენები, როდესაც 53 ჟურნალისტი ამოიღეს მიზანში და სცემეს მიტინგზე, რომელიც ეწინააღმდეგებოდა თბილისში ღირსების მარშს, ერთ-ერთი ასეთი მცდელობაა.

ჩვენ მწუხარებით შევიტყვეთ მედიის ერთ-ერთი დაშავებული თანამშრომლის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ. ბატონი ლაშქარავას გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა ძალადობრივი თავდასხმების ფონზე სრულად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული. ჩვენ საზოგადოების ყველა წევრს მოვუწოდებთ, გამოავლინონ სიმშვიდე და თავშეკავება, არ წამოეგონ პროვოკაციებზე. საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით მმართველმა პარტიამ, უნდა იმუშაოს ევროპული ღირებულებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად.

მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლება ევროპული ფასეულობებია და უნდა იყოს მხარდაჭერილი და დაცული“, – ნათქვამია ევროპარლამენტარების განხადებაში.

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...