ირაკლი ღარიბაშვილი: ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა და მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან.

0
228

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა და მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან.

” მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს, გუშინვე ჩაატარა ძალიან ოპერატიულად შესაბამისი სამუშაოები. ამას გარდა, მოგახსენებთ, რომ დანიშნულია ექსპერტიზა თვითონ გარდაცვლილის ოჯახისა და ტელევიზიის ჩართულობით, მოთხოვნით, ასევე ჩართულია პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტი. ყველა კითხვას გაეცემა ძალიან ამომწურავი, სრულყოფილი პასუხი უმოკლეს ვადებში. ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ ბატონი ვახტანგის უწყებამ გუშინვე გააკეთა მიმართვა და განაცხადა იმის თაობაზე, რომ დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტი ჩაერთვება აღნიშნულ პროცესში იმისთვის, რომ არცერთ კითხვაზე არ დარჩეს გაუცემელი პასუხი”, — აცხადებს პრემიერმინისტრი.

წინა სტატიაგამოავლინეთ მთავარი პასუხისმგებლები და დაიწყეთ სისხლისსამართლებრივი დევნა – ლომჯარია შსს-ს
შემდეგი სტატიაბოლო ინექცია 8 ივლისს ფიქსირდება – დამოუკიდებელი ექსპერტი ლექსო ლაშქარავაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური