რას ამბობენ მთავრობაში? – ძალადობა ყველა ქვეყანაში ხდება. კითხვები ირაკლი ღარიბაშვილის გადაგომასთან დაკავშირებით არასერიოზულია

0
233

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ კითხვები ირაკლი ღარიბაშვილის გადაგომასთან დაკავშირებით არასერიოზულია.

თავად ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ძალადობა ყველა ქვეყანაში ხდება.

“მაგალითად, ევროპის შუაგულში, საფრანგეთში და არამხოლოდ, დიდ ბრიტანეთში, ყველგან, ჩვენ გვახსოვს კვირების განმავლობაში განუწყვეტელი ძალადობრივი აგრესიული მანიფესტაციები, დემონსტრანციები, სადაც ათეულობით და ასეუელობით ადამიანი დაშავდა, უამრავი დაიღუპა და დასახიჩრდა. გვახსოვს ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი, თვეების განმავლობაში მიმდინარე აგრესიული ძალადობრივი დემონსტრანციები. მთელს ქალაქებში, სადაც მოხდა გადაწყვა ავტომობილების, კერძო ქონების დაზიანება და ადამიანების დახოცვა პირდაპირ”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე მტკიცებით, მათ ეს რისკები წინასწარ შეაფასეს და თქვეს, რომ ეს არის დაუშვებელი.

“მათ ლგბტ საზოგადოებას წინასწარ ვუთხარით. მათ შორის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, რომ ამ აღლუმის ჩატარება რუსთაველის პროსპექტზე ჩატარება შეიცავდა პროვოკაციულ ხასიათს და ამის ჩატარება იყო დაუშვებელი”, — აცხადებს ღარიბაშვილი.

წინა სტატიაბოლო ინექცია 8 ივლისს ფიქსირდება – დამოუკიდებელი ექსპერტი ლექსო ლაშქარავაზე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა შეაფასა ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური