ბოლო ინექცია 8 ივლისს ფიქსირდება – დამოუკიდებელი ექსპერტი ლექსო ლაშქარავაზე

0
425

“მას კლინიკაში, ტკივილების გასაყუჩებლად, დღეში ერთ ამპულა მორფინს უკეთებდნენ, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც”, – ამბობს ლექსო ლაშქარავას ოჯახის ნდობით აღჭურვილი დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე. მისივე თქმით, ავადმყოფობის ისტორიის მიხედვით, ბოლო ინექცია 8 ივლისს ფიქსირდება და “შესაბამისად, ამის შემდეგ მას ნარკოტიკი არ გაუკეთებია”.

ლექსო ლაშქარავას ცხედარი ოჯახში გუშინ, 11 ივლისს, გვიან ღამით მიასვენეს მას შემდეგ, რაც ოჯახიდან ცხედარი გაიტაცეს იმის მიუხედავად, რომ დედა ექსპერტიზის წინააღმდეგი იყო. შეგახსენებთ, ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ის 5 ივლისს ჰომოფობიური და აგრესიული ჯგუფების წარმომადგენლებმა მაშინ სცემეს, როცა პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

მისი გარდაცვალების შემდეგ მედიის წარმომადგენლებმა რუსთაველზე საპროტესტო აქცია გამართეს და მთავრობის, ასევე სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომა მოითხოვეს. ულტიმატუმის ვადა 12 ივლისის 12 საათზე იწურება, თუმცა, ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გადადგომას არ აპირებს.

წინა სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა და მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან.
შემდეგი სტატიარას ამბობენ მთავრობაში? – ძალადობა ყველა ქვეყანაში ხდება. კითხვები ირაკლი ღარიბაშვილის გადაგომასთან დაკავშირებით არასერიოზულია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური