თხზავენ საქმეს, როგორ გაიპარა ლექსო კაიფში… გაიპარებით ქვეყნიდან, თქვე ნაბიჭვრებო! – ნიკა გვარამია

0
289

მთავარი არხის გენდირექტორი ნიკა გვარამიამ თბილისში, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო დაწყებულ საპროტესტო გამოსვლის დროს განაცხადა, რომ “მთავარი არხის” ინფორმაციით, შსს სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზებას ახდენს.

“ეს არის თქვენი ჩასვრა, სრული ჩასვრა, ეკიპირებული სპეცრაზმელები გამოგყავთ მშვიდობიან მომიტინგეებთან და მოძალადეებთან გამოიყვანეთ 10 პატრულის მანქანა”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, შსს ახლა თხზავს საქმეს ლექსო ლაშქარავას წინააღმდეგ, თითქოს მან ნარკოტიკი გამოიყენა და სიკვდილის მიზეზი ზედოზირება გახდა.

“ჩვენი სრული და ზუსტი ინფორმაციით, რაც დაადასტურა დღევანდელმა ბრიფინგმაც, გეგმავს სულში ჩააფურთხოს ლექსოს ხსოვნას, არ აკმარა მოკვლა, არ აკმარა ცხედრის შეურაცხმყოფლად გამოყვანა და ახლა უთხზავს როგორ გაიპარა კაიფში. თქვე ნაბიჭვრებო, გაიპარებით კაიფში კი არა, ქვეყნიდან” – თქვა მიტინგზე ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. მედიამენეჯერებმა და ჟურნალისტებმა ბიძინა ივანიშვილს ულტიმატუმი წაუყენეს: დილამდე გადააყენოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და დაისაჯონ ლექსო ლაშქარავას მკვლელები.

წინა სტატიასაგამოძიებო უწყება მზად არის საექსპერტო ნიმუშები შესწავლილი იქნას საზღვარგარეთ – შსს
შემდეგი სტატიასაპროტესტო აქციაზე ოპერატორებმა კამერები, ჟურნალისტებმა კი მიკროფონები სცენაზე დააწყვეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური