“სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო” – შსს ლექსო ლაშქარავაზე

0
393

“ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტი შესწავლილია გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით და დადგენილია, რომ ის მოპედით გადაადგილდებოდა, საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების დროს კი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო”, – ეს განცხადება შსს-ს წარმომადგენელმა ბრიფინგზე გააკეთა, რომელიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ გაიმართა.

შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, ალექსანდრე ლაშქარავა ჯერ ერთ-ერთ აფთიაქში შევიდა, შემდეგ ფონიჭალაში იმყოფებოდა, შემდეგ “დედაენის ბაღში” და შემდეგ ისევ ფონიჭალაში.

“მოგვიანებით, 00:41 საათზე ალექსანდრე ლაშქარავა ბრუნდება საცხოვრებელ მისამართზე, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში”, – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა, ხოლო ჟურნალისტთა შეკითხვაზე, რაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ლექსო ლაშქარავა არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და რისი თქმა სურთ იმ კადრებით, რაც გაასაჯაროვეს, შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ “აჯობებს, ეს თქვენ თვითონ შეაფასოთ”. მისივე თქმით, კონკრეტული ვერიის გაჟღერებისგან შსს თავს იკავებს, ხოლო ოპერატორის გარდაცვალების ზუსტი მიზეზხი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.

წინა სტატიამთავრობის და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომა – მედიის ულტიმატუმი ხელისუფლებას
შემდეგი სტატიახელისუფლებას ვადა ეწურება – მედია პასუხს 12 საათამდე ელოდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური