მთავარისიახლეებისაგანგებო პირდაპირი ეთერი - საერთო სიგნალი რუსთაველზე მიმდინარე აქციიდან

საგანგებო პირდაპირი ეთერი – საერთო სიგნალი რუსთაველზე მიმდინარე აქციიდან

Published on

ამ წუთებში თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციიდან რამდენიმე ტელევიზიის საერთო ეთერი დაიწყო. ტრანსლაციას შეუერთდნენ რადიოებიც. ჟურნალისტები და მედიამენეჯერები, რომლებიც ამ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები არიან, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და მოძალადეთა დასჯას ითხოვენ.

“არ ვიცით, როგორ წავიყვანთ ამ გადაცემას, არანაირი საერთო გეგმა არ გვაქვს, მაგრამ ვიცით, რომ ეს უნდა გავაკეთოთ”, – განაცხადა ტვ პირველის ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ.

შეგახსენებთ, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. მედიამენეჯერებმა და ჟურნალისტებმა ბიძინა ივანიშვილს ულტიმატუმი წაუყენეს: დილამდე გადააყენოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და დაისაჯონ ლექსო ლაშქარავას მკვლელები.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...