“ლექსოსთვის” – მედიის წარმომადგენლებმა ზუგდიდში მდუმარე აქცია გამართეს

0
528

სხვადასხვა მედიასაშუალებათა წარმომადგენლებმა ზუგდიდში მდუმარე აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა თანადგომა და სამძიმარი გამოუცხადეს ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და ტფვ პირველის გუნდს, ოპერატორის გარდაცვალების გამო.

“ლექსოსთვის!”, “არა ძალადობას!”, “დაისაჯონ დამნაშავეები!” “ნუ მოგვკვლავთ!” – ეს და სხვა ბანერები ეჭირათ და აქციაში მონაწილეობდნენ ტვ პირველის, რუსთავი-2-ის, ტვ იმედის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, პოს ტვ-ს, ტელერადიოკომპანია ოდიშის, სხვადასხვა ონლაინმედიის წარმომადგენლები.

სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ მოქალაქეები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

წინა სტატიაგომელაური ან იტყუება, ან „გაუჩალიჩეს“ – კუჭავას პირით კობახიძე საუბრობს
შემდეგი სტატია“გადადგეს მკვლელი მთავრობა” – თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური