კანცელარიასთან მიკროფონები და კამერები დააწყვეს – ჟურნალისტთა ერთიანი პროტესტი

0
295

სხვადასხვა მედიასაშუალებათა წარმომადგენლები 5 ივლისს ნაცემი ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო ერთიანდებიან და პროტესტს გამოხატავენ.

ამ წუთებში ისინი მთავრობის კანცელარიასთან არიან შეკრებილი და მოითხოვენ მკვლელების დასჯას. კანცელარიის წინ ჟურნალისტებმა სხვადასხვა ტვ-ების, მათ შორის, ტვ იმედის, ობიექტივის, რ2-ის მიკროფონები დაალაგეს. იქვე დაალაგეს კამერებიც.

მსგავსი სოლიდარობის აქცია, ასევე გაიმართა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მიტინგის დროს, როცა ვახო სანაიას მოწოდების შემდეგ მედიასაშუალებების წარმომადგენლები სცენაზე ავიდნენ და მიკროფონები და კამერები დაალაგეს.

შეგახსენებთ, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. მედიამენეჯერებმა და ჟურნალისტებმა ბიძინა ივანიშვილს ულტიმატუმი წაუყენეს: დილამდე გადააყენოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და დაისაჯონ ლექსო ლაშქარავას მკვლელები.

წინა სტატიასაპროტესტო აქციაზე ოპერატორებმა კამერები, ჟურნალისტებმა კი მიკროფონები სცენაზე დააწყვეს
შემდეგი სტატიასაგანგებო პირდაპირი ეთერი – საერთო სიგნალი რუსთაველზე მიმდინარე აქციიდან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური